პარასკევი, 19.04.2024, 03:18
Welcome სტუმარი

THIS.UCOZ.RU

[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
ფორუმი » ადმინისტრაცია » საიტის ადმინისირაცია » მოდერთა წესები!
მოდერთა წესები!
ninchoDate: ხუთშაბათი, 10.04.2008, 21:55 | Message # 1
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE
განმარტება:

1. მოდერი არის დამატებითი ფუნქციებით აღჭურვილი ჩვეულებრივი ფორუმელი. რომელიც ნებაყოფლობით (ანდა სასჯელის სახით ) ახორციელებს რომელიმე კონკრეტულ ანდა რამდენიმე განყოფილებაში ფორუმზე პოსტვის წესების ზედმიწევნით შესრულება/დაცვას.

2. მოდერთა წესები+ფორუმელთა პოსტვის წესები+სასჯელების ნუსხა+მიუკერძოებლობა=ნორმალურ მოდერს

1. ყველა განყოფილებას და ყველა ქვეგანყოფილებას უნდა ჰყავდეს თავისი მოდერი რომელიც იქნება ამ კონკრეტული განყოფილების სპეციფიკის ღრმად მცოდნე.

2. ყველა მოდერს უნდა ახსოვდეს რომ როგორც მოვიდა ისე წავა და მათი თანამდებობა ილუზიაა.

3. ყველა მოდერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება თავის მოვალეობებზე და არა უფლებებზე.

4. გლობ. მოდერი უფლებამოსილია თვითონვე გამოიტანოს გადაწყვეტილება მოდერის მიერ გამოტანილ განაჩენზე რომელიმე თემის ან ფორუმელის მიმართ და მისი გადაწყვეტილება თუ გასაჩივრდება ამ მოდერის მხრიდან იგი უნდა გახდეს ყველა მოდერის განსახილველი.

5. ფორუმზე უნდა იყოს მხოლოდ ასეთი კლასიფიკაცია

/მემბერი
/მოდერი
/გლობ. მოდერი/
/ადმინი
(დასაშვებია კიდევ რამდენიმე სპეც. ჯგუფი, ერთ-ერთია სავარაუდოდ Honored Moderator რომელშიც შევლენ მოდერობიდან ”პენსიაზე” გასული ფორუმელები, რომელთაც დიდი ამაგი აქვთ ფორუმის განვითარებაზე.
პ.ს. ამაგი აქვთ და არა ავტომატურად მიიღებენ ამ წოდებას წასვლის შემდეგ. წასვლის განცხადებაში ამ წოდების თუნდაც ირიბი მოთხოვნა გამოიწვევს მის მიუღებლობას, ასევე ეს წოდება სამუდამო არაა და ფორუმის წესების დამრღვევი როგორც პრივილეგიას მას დაკარგავს ასევე ავტომატურად)

ყველა სხვა ადამიანი რომელიც გარეშეა და არ ეკუთვნის არცერთ ჯგუფს არ უნდა შევიდეს არცერთ ჯგუფში, ანუ ძმაკაცია თუ ვინცაა უნდა იყოს ძმაკაცი და არა ძმაკაცობის გამო მემბერის გარდა ზემო ჯგუფში გათვალისწინებული.

6. თუ მოდერი თვლის რომ რაღაც ხდება და წასვლა უნდა, არ უნდა დაიწყოს ფორუმზე ცრემლის ღვარღვარი და მაგდებენ ან რამეს წერა. ჯერ ეს უნდა დააყენოს ფორუმის ადმინთან და სხვა მოდერებთან განხილვაზე. ასევე შესთავაზოს მისი აზრით (თუ არსებობს ასეთი ადამიანი) შესაძლო კანდიდატურა რომელსაც განიხილავს იგივე მოდერთა და ადმინის საბჭო.

7. ყველა მოდერი რომელიც ახლა ასრულებს მოდერის თანამდებობას, აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი სხვა მოდერებისთვის რომ მერე არ ატყდეს ერთი ამბავი, რატომ დანიშნეს ეს კაცი და ა.შ ყველამ უნდა მიხედოს თავის განყოფილებას და რაიმე პრობლემის შემთხვევაში რომელიც მისთვის იქნება რთული გადასაწყვეტად მიმართოს მოდერთა და ადმინის საბჭოს.

პ.ს.
ყველა მოდერი ვალდებულია თავისი აზრი გამოთქვას ამ კონკრეტული პრობლემის შესახებ, ანუ დააფიქსიროს იგი.

8. ფორუმზე არ შეიძლება დაინიშნოს მოდერად ადამიანი რომელიც არ პოსტავდა ფორუმზე (ან რომელიმე ფორუმზე) და არ აქვს წარმოდგენა იმ განყოფილების თემაზე სადაც ინიშნება.

თუ ის ადამიანი პოსტავდა სხვა ფორუმზე ან ნებისმიერზე უნდა ინახოს მისი პოსტების რაოდენობა ანუ, რომელ განყოფილებაში უფრო მეტს პოსტავდა და შეესაბამება თუ არა მისი პროფილი ახლანდელ დასანიშნ განყოფილებას.

9. მოდერი იხსნება თანამდებობიდან საკუთარი სურვილისამებრ ან იმ შემთხვევაში თუ დაარღვია რაიმე წესი ანუ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას ან მასზე შემოსულია საჩივარი და სხვა მოდერები ხმის უმრავლესობით გადაწყვეტენ რომ იგი დამნაშავეა და უნდა მოიხსნას თანამდებობიდან.

10. ნებისმიერი მოდერი რომელიც ფორუმელის მხრიდან შეურაცხყოფას გამოეპასუხება არა მიმტევებლობით და აგრესიას გამოიჩენს (მხედველობაშია სადმე ”დასტრელვა”, ჩხუბისკენ მოწოდება და ა.შ.) ავტომატურად ითვლება დამნაშავედ რაც არ უნდა მართალი იყოს, მისი ასეთი მოქცევა აუცილებლად უნდა იქნეს განხილული მოდერთა საბჭოზე.

11. კატეგორიულად იკრძალება მოდერის მხრიდან გინების, უწმაწური სიტყვების და შეურაცხმყოფელი პოსტების წერა ფორუმზე. (გამონაკლისია ისეთი შემთხვევები როდესაც თვითონ თემაა ისეთი რომ შეიძლება უწმაწური სიტყვების გამოყენება) ვინმეს შეურაცხყოფა სრულიად დაუშვებელია.

12. ფორუმელის მხრიდან მოდერის შეურაცხყოფის ან დაშინების მცდელობის შემთხვევაში მოდერმა უნდა აცნობოს ეს ფაქტი მოდერთა საბჭოს და საბჭომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტული ფორუმელის შესახებ. მოდერს თუ არ ძალუძს თავად სასჯელის დადება ან მოფიქრება იმ შემთხვევაში.

13. ყველა განყოფილებას და ქვე განყოფილებას უნდა ჰქონდეს ერთი საერთო წესის ლინკი ჩაგდებული თავისთან რომ მერე არავინ თქვას წესები არ ვიცოდი სად წამეკითხაო.

ასევე უნდა იყოს ყველა განყოფილებაში და თემაში ასეთი თემა :
”რჩევები და პრეტენზიები მოდერს”

ყველა მოდერი ვალდებულია ფორუმზე შემოსვლისას შეიხედოს საკუთარი განყოფილების თემაში რაიმე რჩევის ან პრეტენზიის გასათავლისწინებლად.

14. ყველა მოდერი ვალდებულია აუცილებლად გასცეს პასუხი მის მიმართ დასმულ შეკითხვას და შეიტანოს აუცილებელი შესწორებები თემაში თუ ეს საჭიროა.

15. თემის დახურვისას აუცილებლად უნდა მიეთითოს არგუმენტირებული და დასაბუთებული მიზეზი იმისა თუ რატომ იხურება თემა.

16. ბანის დადებისას უნდა გაითვალისწინოს წესების და სასჯელების უკვე არსებული ნუსხა და იმ კლასიფიკაციით დაადოს ბანი როგორ იქაა მოცემული.

ბანის დადებისას აუცილებლად უნდა მიუთითოს ის მიზეზი თუ რატომ ბანს ამ ფორუმელს და თუ უმცირებს სასჯელს თუ რატომ უმცირებს (ეს ყველაფერიც დასაბუთებულად და არგუმენტირებულად, ასეთი დაწერილი ახსნა განმარტება გადაგარჩენთ თქვენი შეტყობინებათა ყუთის გადავსებას უაზრო პრეტენზიებით)

17. მოდერს კატეგორიულად ეკრძალება ვინმესთვის ფორუმელის IP-ს გადაცემა ან სხვა მიზნით გამოყენება. თუ IP ვინმესთან შესადარებელია, უნდა მიემართოს გლობ. მოდერს და დასაბუთდეს IP-ს პროფილის დასკანირების თხოვნა. (მე მქონდა შემთხვევა როდესაც ერთმა ფორუმელმა (კი იყო რამდენიმე ვინც მთხოვდა, მაგრამ) მომწერა, ჩემი მეგობარი მოდერები აქ არ არიან თორემ იმათ ვთხოვდი IP-ს მოცემასო.) ასეთ მოდერს თუ დაუდასტურდა ეს საქციელი უყოყმანოდ და ყველანაირი საბჭოს მოწვევის გარეშე ჩამოერთმევა მოდერობა და გახდება ჩვეულებრივი ფორუმელი.

18. იმ შემთხვევაში თუ ფორუმელი ხდება მოდერი მას შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ახალი ნიკი (ანუ ახალი ნიკით დარეგისტრირდეს) და ისე შეუდგეს მოდერის მოვალეობის შესრულებას. სხვა მოდერები ვალდებულნი არიან შეინახონ მისი ინკოგნიტო და არსად არ წამოცდეთ რომ ეს ნიკი ეკუთვნის ამა და ამ კონკრეტულ ადამიანს ან სხვა ფორუმელს.

19. ერთი მოდერის მიერ ფორუმელზე დადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას სხვა მოდერის მიერ ამავე მოდერთან ან გლობ. მოდერთან შეუთანხმებლად. ასეთი საქციელი ავტომატურად გამოიწვევს თვითნება მოდერის დასჯას.

20. მოდერებს ეკრძალებათ სხვა ფორუმელის შესახებ ინფოს გაცემა რაიმე ხულიგნური ქვენა გრძნობით (ანუ თუ ხვდებიან რომ ეს გამოიწვევს იმ ფორუმელის რეალში ფიზიკური ან მორალური ზიანის მიყენებას).
(თუ ადამიანს უნდა რომ ყველა იცნობდეს ნიკის მოფიქრებაც არ დასჭირდებოდა, დაწერდა თავის სახელსა და გვარს!!!)

-------
პ.ს.
ეს წესები დაწერილია 5 აპრილს და ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს მასში შესწორება.

ყველა მოდერი ვალდებულია თუ ეთანხმება ამ წესებს აქვე დაადასტუროს თავისი თანხმობა ანდა დაწეროს შენიშვნა რომელიც მართებულობის შემთხვევაში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. wink wink


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
achielaDate: პარასკევი, 11.04.2008, 15:36 | Message # 2
Майор
Group: მოდერატორი
Messages: 48
Reputation: 0
Status: OFFLINE
Quote (nincho)
1. ყველა განყოფილებას და ყველა ქვეგანყოფილებას უნდა ჰყავდეს თავისი მოდერი რომელიც იქნება ამ კონკრეტული განყოფილების სპეციფიკის ღრმად მცოდნე.

ver dagetanxmebi bevri forumia sadac aris iseti ganyofilebebi romelsac ar sheidzleba yavdes moderi

Quote (nincho)
მემბერი /მოდერი /გლობ. მოდერი/ /ადმინი

sheidzleba iyos mtavari admini piar menejeri da pensioneric.


ONLY GOD CAN JUDGE ME
 
ninchoDate: ორშაბათი, 14.04.2008, 20:46 | Message # 3
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE
Quote (achiela)
Quote (nincho) 1. ყველა განყოფილებას და ყველა ქვეგანყოფილებას უნდა ჰყავდეს თავისი მოდერი რომელიც იქნება ამ კონკრეტული განყოფილების სპეციფიკის ღრმად მცოდნე.

ver dagetanxmebi bevri forumia sadac aris iseti ganyofilebebi romelsac ar sheidzleba yavdes moderi



xo memgoni martali xar
applause lumped es ra davwere smile smile


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
ფორუმი » ადმინისტრაცია » საიტის ადმინისირაცია » მოდერთა წესები!
  • Page 1 of 1
  • 1
Search: