პარასკევი, 24.11.2017, 15:49
Welcome სტუმარი

THIS.UCOZ.RU

[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
ფორუმი » ადმინისტრაცია » საიტის ადმინისირაცია » გზამკვლევი ფორუმელთათვის (წესები/სასჯელები) (წაიკითხეთ ყურადღებით!)
გზამკვლევი ფორუმელთათვის (წესები/სასჯელები)
SharvADate: შაბათი, 19.04.2008, 16:37 | Message # 1
Admin
Group: მომხმარებელი
Messages: 23
Reputation: 0
Status: OFFLINE
გთხოვთ ყველა უწესრიგობის, შეურაცხყოფის და უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაში მიმართოთ თვითონვე იმ განყოფილების მოდერს სადაც მოხდა დარღვევა პირადად და სასურველია თუ მიუთითებთ თემის სახელს და პოსტის ნომერს.

გთხოვთ, ერთად გადავაქციოთ ფორუმი სამაგალითო შემეცნებით-გასართობ ადგილად და არა აბანოდ.

გადავედით ქართულად წერაზე მთელ ფორუმზე. ლათინურად პოსტვისთვის დაისჯებით.

კანონის არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან!!!
წესები რომლებიც ყველამ უნდა დაიმახსოვროს და არ დაარღვიოს.

დამრღვევს არ ეწყინოს როცა დაი-ბან-ება....

წესები:

1. ქართულად წერა და მართლწერა
(პატივი ეცით მშობლიურ ენას და ფორუმელებს ვისაც გსურთ რომ გააცნოთ თქვენი
აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით)

2. ბილწსიტყვაობა (უწმაწური სიტყვები)
(ეცადეთ უწმაწური სიტყვა რომელიც სხვა პიროვნების მიმართ არის გამოთქმული
საერთოდ არ დაწეროთ რადგან შეურაცხყოფაა და ამისთვის დაისჯებით)
(გაითვალისწინეთ რომ პატარა ფისუნას ავატარს ამოფარებული ადამიანი შეიძლება
რეალში სულაც არ იყოს ფისუნა და ქვეყანას აზანზარებდეს (მაგ. არ მოვიყვან არ სჭირდება
იმ კაცს ეგ არაფერში ) . ხოლო ვინმე ლომგული კი პატარა ბავშვი (მაგ. კაცური კაცი :
luke:) რომელიც ტოლს არ დაგიდებთ არაფერში.)

3. როცა წერთ პოსტს, ჯერ კარგად დაფიქრდით და მერე დაწერეთ, დაწერის შემდეგ კი
გადახედეთ და ჩაასწორეთ თუ საჭიროა.
(ეს ფორუმია და არა ჩეთი)

4. რაც შეეხება თემებს გახსენით ისეთი თემები რომლებიც ფორუმის იმ კონკრეტულ
განყოფილებას შეესაბამება რომელშიც იმყოფებით.
(სანამ გახსნით ჯერ ყველა თემას გადაუარეთ შეიძლება უკვე ვიღაცამ დაგასწროთ და შექმნა
ამდაგვარი)

5. არავინ გაბედოს დაფლუდვა (რამდენიმე თემაში პოსტების რაოდენობის
მომატების მიზნით სისულელეების წერა ან სიმბოლოების ჩაგდება)

6. ეცადეთ თემა არ გააოფტოპიკოთ. (ანუ თემის გარეშე ისაუბროთ)

7. თუ გსურთ რომ რაიმე სექსუალური ან სხვა შინაარსის ლინკი დააგდოთ რომელიც
რეკომენდებული არაა მოზარდებისთვის, გთხოვთ თავი შეიკავოთ. (გახსოვდეთ რომ ფორუმზე ბავშვებიც შემოდიან)

8. ამ ფორუმზე პორნოგრაფიად ითვლება და შესაბამისად ისჯება ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი სასქესო ორგანოების ზედმიწევნითი ჩვენებით.

9. აკრძალულია და გაუფრთხილებლად ისჯება ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმისა და ნარკომანიის პროპაგანდა

10. აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების აკაუნტზე დაყენება. ასეთი აკაუნტი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება

11. აკრძალულია ისეთი ფერით პოსტვა რომელიც არ განირჩევა და ფორუმელებს უწევთ წვალება მის წასაკითხად (მაგ. მქრქალი ყვითელი, ნაცრისფერი და ა.შ)

12. აკრძალულია ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და ფორუმის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

13. აკრძალულია სიგნატურაში რომელიმე საიტის ლინკის დაწერა. თუ გსურთ თქვენი საიტის პოპულარიზაცია, თქვენსავე პროფილში არის ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ველი სახელად ”პირადი ვებგვერდი”

14. აკრძალულია სახელად უწმაწური ანდა შეურაცხმყოფელი სიტყვის დარეგისტრირება

15. დასჯადია შეურაცხმყოფელი შინაარსის პმ-ს მიწერა ფორუმელისთვის, რომელიც საჩივარს და პმ'ს ასლს წარუდგენს ფორუმის ადმინისტრაციას სურვილის შემთხვევაში.

სასჯელები:

1. ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.

2. მეორე გაფრთხილებას შეიძლება სიტყვიერი არ უსწრებდეს წინ და პირდაპირ დაი-
ბან-ოთ. (პირველი სასჯელია 1-12 საათის ბანი პოსტვის უფლების გარეშე)

3. მესამე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.

4. მეოთხე გაფრთხილება. 4-6 დღის ბანი...

5.6.7...

გაითვალისწინეთ რომ რეციდივის შემთხვევაში ავტომატურად დაიბლოკება თქვენი ნიკი 10 გაფრთხილების შემდეგ.

რაიმე ძლიერი დანაშაულის შემთხვევაში დაისჯებით გაუფრთხილებლად და შეიძლება აკაუნტითაც დაიბლოკოთ.
სამუდამოდ აგეკრძალებათ აქ შემოსვლა.
გმადლობთ ყურადღებისა და თანამშრომლობისათვის.


RAP NIGGA WESTSIDE!!!!
 
ფორუმი » ადმინისტრაცია » საიტის ადმინისირაცია » გზამკვლევი ფორუმელთათვის (წესები/სასჯელები) (წაიკითხეთ ყურადღებით!)
Page 1 of 11
Search: