პარასკევი, 22.09.2017, 05:48
Welcome სტუმარი

THIS.UCOZ.RU

[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
ფორუმი » ხელოვნების დარგები » მუსიკა » Snoop Dogg ბიოგრაფია (Snoop Dogg ბიოგრაფია)
Snoop Dogg ბიოგრაფია
ninchoDate: ოთხშაბათი, 09.04.2008, 18:50 | Message # 1
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE
1993 წელს გამოვიგა კელვინ ბროდუსის (Calvin Broadus) სადებიუტო ალბომი Doggystle (Death Row Records), ის ორ კვირაში ოთხ მილიონ ეგზემპლიარად გაიყიდა და სნუპის ბედი გადაწყვეტილი იყო, მასზე უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა რომ თითქოს ძნელია რამე ახალი გამონახო, მაგრამ მის უნიკალურობაზე არ არსებობს ორი აზრი, ის განზრახ მკველელობის მუხლით გადიოდა სასამართლოში, აღებული აქვს უამრავი ჯილდო და ყოველ წელს ლოს ანჯელესის გეთოებში ფულს არიგებს, ის უშვებს მანქანებს და ტანსაცმელს, ის უყვართ და მას ვერ იტანენ, ასეა თუ ისე ის ყოველთვის ბადებს ემოციებს და ეს არის მისი ამბავი...

ნაწილი პირველი: შესავალი

კელვინი დაიბადა 1972 წლის 20 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის ლონგ ბიჩის ნაწილში,
თავისი ნამდვილი სახელი მას დიდი ხანი არ უტარებია, დედამისმა მას Snoopy (კომიქსების და მულტფილმის გმირი) შეარქვა, ეს იმიტო მოხდა რომ როგორც დედამის ამბობს: „მას იმდენი თმა ქონდა რომ პატარა ძაღლს გავდა“, პატარა „ძაღლი“ წამოიზარდა და სკოლაში შევიდა, კვირაობით გოლგოთის ბაბტისტურ ეკლესიაში დადიოდა, მთელ წირვას პატიოსნად ესწრებოდა და გალობდა (!), ის კარგი მოსწავლე იყო და სკოლის დამთავრების თანავე ლონგ ბიჩის პოლიტექნიკურ სკოლაში ჩააბარა, ის კარგი კალათბურთელი იყო და მათემათიკასაც კარგათ ქაჩავდა, ყველაფერი კარგათ მიდიოდა სანამ ის კოკაინის გაყიდვისათვის არ დააკავეს (მან კოკაინი პოლიციის აგენტს მიყიდა ), ამან მის ცხოვრებაში ნამდვილი გარდატეხა მოიტანა, ამ დროისათვის ის უკვე იყო Crips ის წევრი (ლოს ანჯელესის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება), და მისი ცხოვრება გადატრიალდა, მან საერთო ჯამში ციხეში 3 წელი დაჰყო. ბევრი წლის შემდეგ მან თქვა ინტერვიუში: „მე სხვა გზა არ მქონდა, გეთოს ხალხისათვის სამსახურის შოვნა წარმოუდგენელია და ეს მე მაჭმევდა და საცხოვრებელ ფულს მაძლევდა, მე არ ვთვლი ამას დანაშაულად“…
ლოს ანჯელესის ციხის სტატისტიკა ასეთი იყო: სამი პატიმრიდან ერთი კვდებოდა (!)
„ მექსიკელები ზანგებს კლავდნენ, ზანგები თეთრებს, თეთრები ჩინელებს, ჩინელები... მოკლედ მოსაკლავი ყოველთვის იყო, შენ ვერ წარმოიდგენ ეს რა არის, მე მახსოვს ბავშობაში 12 ძმაკაცი ვიყავით, ამათგან 9 იმ ციხეში მოკვდა სადაც მე ვიჯექი, ეს მთავრობის აზრით გამოსწორების მეთოდია? შე***ი მთავრობას!“ ამბობს სნუპი თავის ინტერვიუში. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა რომ მისი უახლოესი მეგობარი მოკლეს, კელვინმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება შეეცვალა...

ნაწილი მეორე : დასაწყისი

სნუპის ყველა ძმაკაცი არ მოუკლავთ, რამდენი მეგობარი დარჩა მას ციხის მერე ამას ისტორია მალავს მაგრამ დაზუსტებულად ცნობილია ერთი პიროვნება, ეს არის ვორენ გრიფინი (Warren Griffin) იგივე Warren G, ნარკოტიკების გაყიდვის გარდა მას კიდევ ერთი საყვარელი საქმე ქონდა, ეს იყო რეპი, მან გადაწყვიტა კრიმინალიდან წამოსვლა და Warren G სთან და Nate Dogg თან ერთად შექმნა ჯგუფი 213 (ციფრები მათი საცხოვრებელი რაიონის ტელეფონის კოდია), და დაიწყო მისი კარიერა.
მის კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროინდელ ჯგუფ N.W.A–ს ერთ ერთ წევრს ანდრე იანგს (Andre Young) ჩვენთვის ცნობილს როგორც Dr.Dre.
ეს კი ასე მოხდა, ვორენი დრე–ს ნათესავი იყო, დრე ახალ მასალაზე იწყებდა მუშაობას, ვორენმა მას სნუპის დემო ჩანაწერი მოასმენინა და მთელი ამბავი იმით დამთავრდა რომ დრე–მ და სნუპმა ჩაწერეს საუნდტრეკი კინოსათვის Deep Cover (1992), ჰიპ–ჰოპის სამყარომ პირველად გაიგო მის შესახებ.
შემდეგი იყო The Cronic, მულტიპლატინური, რევოლუციური ალბომი, რომლის შესახებაც კრიტიკოსები წერდნენ რომ ამ ალბომმა შეცვალა რეპის ბედი; მის გარეკანზე მორცხვად ნახსენები იყო სნუპის სახელი, მიუხედავად იმისა რომ ამ ალბომის ყველაზე კარგ (და შემდეგ გაჰიტებულ) ტრეკებში სწორედ ის იღებდა მონაწილეობას, Let Me Ride, Dre Day, Anuthin’ But A “G” Thang, Lil Ghetto Boy, ნამდვილ ჰიტებათ იქცნენ, ალბომი დიდი რაოდენობით გაიყიდა, და ამერიკის ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა...

ნაწილი მესამე: Doggystyle

1993 წელს ეს მოხდა, გამოვიდა სნუპის სადებიუტო (და ალბათ საუკეთესო) ალბომი Doggystyle, პროდუსერი: Dr.Dre ,აღმასრულებელი პროდუსერი :Suge Knight, მართალია გარეკანზე Death Row Records-ის ლოგო ეხატა, მაგრამ სინამდვილეში ალბომი ათ სტუდიაში იწერებოდა, სნუპმა Death Row–სთან კონტრაქტი გააფორმა.
რამოდენიმე კვირით ადრე ალბომის რეკლამირება მოხდა Vibe-ის The Source–ის და Rolling Stone–ს გარეკანებზე, ეს უკვე წარმატების საწინდარი იყო მაგრამ მთავარი შემდეგ დაიწყო, ერთ კვირაში მილიონზე მეტი კოპია გაიყიდა და სნუპმა თავის რეპ კარიერაში პირველი რეკორდი მოხსნა: მან პირველ კვირაში პირველივე ალბომით ბილბორდის (Billboard) ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა, ეს აქამდე არავის არ გაუკეთებია, წლის ბოლოს ის დაასახელეს წლის საუკეთესო რეპერად და ვიდეო სიმღერაზე Who I Am (What’s My Name) MTV–ის დაჯილდოებაზე საუკეთესო
ჰიპ–ჰოპ/რეპ ვიდეოთ აღიარეს. სნუპის წარმატება უნაკლო იყო, უნაკლო იყო იქამდე სანამ ის ფილიპ ვოლდემარიამის (Philip Woldemariam) განზრახ მკველობის მუხლით არ დააპატიმრეს...
თავდებ განთავისუფლებისათვის ერთი მილიონი დოლარი იყო გადახდილი...
სნუპი გამოვიდა,ინგლისში გაემგზავრა და კომენტარი გააკეთა :“ ამ სამყაროში სულ ასეთი მძ*ნერი ტრიალებს, მე ვერ ვხედავ განსხვავებას იმის შორის რა ვიყავი და რა გავხდი, მე არავინ არ მომიკლავს, და თუ მაგათ უნდათ რამე შემტენონ, მე მაგათ ვეუბნები შე***ით დედა ******ლებო, ჩემ ფულს მე თვითონ ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ უდანაშაულოდ მცნობენ...“ მისი ოპტიმიზმი გამართლდა, ის უდანაშაულოდ ცნეს...
რა მოხდა მაშინ ამაზე აღარავინ აღარ ილაპარაკა, მთავარი იყო რომ სნუპი თავისუფლებაზე იყო, მისი ალბომი კვლავ დიდი ტემპებით იყიდებოდა და ახალგაზრდა მილიონერმა თავისი თავისუფლება ლოს ანჯელესში მეგობრების „ვიწრო“ წრეში აღნიშნა, შუგ ნაითმა მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო მასთან ერთად იმ დღეს აღნიშნავდნენ დრე, თუფაქი (რომელიც ამ დღეს თავისი ალბომის All Eyez On Me Vol:1 -ის გამოსვლას ღნიშნავდა), MC Hammer–ი Dogg Pound–ი და სხვები.
„ნეტავ ეს საერთოდ არ მომხდარიყო, მე მიხარია რომ ყველაფერი მორჩა, მე შემიძლია ჩემ გზას გავუყვე, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევა ჩემზე დიდ კვალს დატოვებს“ თქვა სნუპმა, მართალია ის თავისუფლებაზე იყო მაგრამ ამბობდნენ რომ მის გათავისუფლებაში ფული შუგ ნათიმა გადაიხადა და ამით სნუპი იყიდა, შუგს უკვე მაშინ არც თუ ისე კარგი რეპუტაცია ქონდა, ხმები დადიოდნენ რომ მაგას რამოდენიმე კაცი ყავდა მოკლული, ასე იყო თუ არა ეს არ არის ცნობილი, ერთი რამე იყო ფაქტი: შუგთან ურთიერთობის გაფუჭება არავის არ უნდოდა...

ნაწილი მეოთხე: „მე ველოდები უკეთეს დროს...“

„Death Row არის ჩემი ოჯახი, სუპერძალა, ეს არ არის უბრალოდ სტუდია ან კომპანია ეს არ არის უბრალოდ მილიონობით დოლარი, ნაშები, მანქანები და მდიდარი ცხოვრება, ეს სისხლია, ეს ისეთი ოჯახია რომელიც ერთმანეთთან სიკვდილამდე აერთიანებს, ეს ჩვენი ძალაა, მას ვერავინ დატოვებს, ამით ან ცხოვრობენ ან კვდებიან“ – 2pac
თუფაქმა თქვა „მას ვერავინ ვერ დატოვებს“ და ცოტა ხანში დრე–მ დატოვა „სია“...
„მე აღარ მინდა მათთან ვიქონიო საქმე, მე გავაკეთე ჩემი, მე ვთქვი ჩემი, დავეხმარე ბევრ ხალხს მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ დამარწმუნებს იმაში რომ მე იქედან წამოსვლით მცდარ ნაბიჯს ვაკეთებ, ეს აღარ არის რეპი, მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო და ის ფული დავხარჯო რომელზეც ბავშობაში ვოცნებობდი...“–Dr.Dre
ეს ბევრისათვის შოკი იყო, მან ლეიბლისათვის ამდენი რამ გააკეთა და ეხლა მიდის, ამ ნაბიჯმა ბევრი უთანხმოება გამოიწვია, შუგის თუფაქის და სნუპის მხრიდან დრეს მიმართულებით განუწვეტლივ მოდიოდნენ არც თუ ისე ტკბილი სიტყვები, მდგომარეობა დაიძაბა, ჰიპ–ჰოპის თითქმის ყველა დიდი ფიგურა თავის კომენტარებში ამბობდა რომ ეს ამბავი „რბილათ“ არ ჩაივლიდა, არავინ იცოდა რა მოხდებოდა შემდეგ და სწორედ ამ მომენტში მოხდა ის რისიც დღესაც არ ჯერა ბევრს, ლოს ანჯელესში სასიკვდილოთ დაჭრეს თუფაქი...

„მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ის ჩემთვის ძმასავით იყო, მე უბრალოდ ველოდები უკეთეს დროს, თქვენ კი ცდილობთ მორიგი სკანდალური სტატია დაწეროთ, გაა***თ ყველამ“ –ეს სნუპის სიტყვები იყო როცა მას თუფაქის სიკვდილზე კომენტარი თხოვეს, სხვა დორს რეპერის ასეთი სიტყვები ალბათ თავისთავად გამოიწვევდნენ სკანდალს მაგრამ სნუპის ასეთ პასუხს არანაირი ამბავი არ მოყოლია, ყველა ხვდებოდა რაც ხდება... „ამით ან ცხოვრობენ ან კვდებიან...“ ხალხს ეგრევე გაახსენდა აწ უკვე გარდაცვლილი თუფაქის სიტყვები, დაიწყო უამრავი ჟურნალისტური გამოძიება, ყურადღებას შუგ ნაითი იქცევდა...(თუმცა ეს სულ სხვა სასაუბრო თემაა, და ამას ჩვენ ცალკე სტატიას დავუთმობთ) Death Row-ში არეულობა დაიწყო, თავდაპირველად ყველას ეგონა რომ თუფაქის სიკვდილი ამ ლეიბლს ზარალს მოუტანდა (თუმცა ეს სტუდია ახლაც უშვებს თუფაქის ალბომებს და მას დღესაც შუგი მეთაურებს) ლეიბლმა ორი „ბესტსელერი“ (თუფაქი და დრე) დაკარგა და რეპუტაციაც ძალზედ შელახული ქონდა. და ამ გაუგებრობის ფონზე გამოვიდა სნუპის მეორე სრული სტუდიური ალბომი Tha Doggfather.
Tha Doggfather (მიდის სიტყვებით თამაში სიტყვიდან The Godfather რაც ნათლიმამას ნიშნავს) გაცილებით სუსტი გამოდგა თავის წინამორბედ ალბომთან შედარებით, ის თუფაქის სიკვდილიდან სამ თვეში გამოვიდა და გარეკანზე აღარ იყო ჰიტმეიკერი დრე–ს სახელი, პროდუსერი შუგ ნაითი იყო და ეს ალბომი ახლოც კი ვერ მივიდა გაყიდვის ტემპებით Doggystyle–თან, მიუხედავად ამისა მას თავისი ჰიტები ქონდა:
Tha Doggfather,Vapors და Snoop's Upside Ya Head, კრიტიკოსები კარგს არაფერს წერდნენ ამ ალბომზე, თუმცა ალბათ სწორედ ამ ალბომმა განსაზღვრა მომავალში სნუპის სიმღერების საერთო ჟღერადობა.
„ ეს მხიარული ალბომია, ბედნიერი, ალბათ მსმენელი შოკში ჩავარდება, მაგრამ მე აღარ მინდა ჩავწერო სიმღერები ძალადობით, სიმღერები თემებით „შე***ი პოლიციას“ ან „შე***ი მოსამართლეს“ აღარ არის ჩემთვის, ეს მზიანი ბედნიერი და მეგობრული ალბომია,ეს ბედნიერი დღეების ალბომია, იმ დღეების რომელსაც მე ველოდები“
–სნუპი. არ ვიცი როგორ მხიარულობს სნუპი მაგრამ ეს ალბომი სროლის ხმით და
Gangsta Gangsta –ს ყვირილით მთავრდება...

ნაწილი მეხუთე: დროა ყველაფერი შეიცვალოს

Death Row–ს მძიმე დღეები დაუდგა, აღმოსავლეთ დასავლეთის „ომი“ მზვინვარებდა,
თავიდან ყველა ფიქრობდა რომ ეს რეპ სამყაროს პიარის ნაწილი იყო მაგრამ თუფაქის სიკვდილმა ბევრი კითხვები დასვა, შუგი–ს რეპუტაცია იმ დონემდე დაეცა რომ მასთან არავინ არ იჭერდა საქმეს, თანაც ამ დროს გავრცელდა ხმები რომ სნუპი დრე–ს შეურიგდა (თავის დროზე დრე არ მივიდა სნუპის სასამართლოზე) და ისინი ერთად მუშაობდნენ ახალ მასალაზე, შუგ ნაითი განუწყვეტლივ პოლიციის თვალყურის ქვეშ იყო, მას ფულის გამოძალვას აბრალებდნენ, აბრალებდნენ ხალხის მოტაცებას და განზრახ მკვლელობას, ის კი კომენტარებში სულ East-West ომზე ლაპარაკობდა და ყველაფერს კონკურენციით ხსნიდა, ყოველშემთხვევაში არავისთვის არ იყო უცნობი თუ როგორ უმკლავდებოდნენ Row ში კონკურენტებს, მოკლედ და რბილად რომ ვთქვათ „სიას“ სირთულეები არ აკლდა და ამ დროს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა: Notorious B.I.G-ი ნიუ იორკის მეინსტრიმის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი, დაცხრილეს მანქანაში.
სიტუაცია დაიძაბა, ყველა აღმოსავლეთ დასავლეთის ომზე სერიოზულად ალაპარაკდა თუ გავითვალისწინებთ თუფაქის და ბიგის ურთიერთობებს ეს ერთადერთი რეალური ახსნა იყო ორივე მკვლელობის. ამ დროს სნუპის Tha Doggfather–ის პრომო კონცერტები მიმდინარეობდა და მას მოუხდა ამ კონცერტების გადადება ორი მიზეზის გამო, ერთი ბიგის სიკვდილი იყო და მეორე კი მისი უსაფრთხოება, გადაიდო Tha Doggfather East-West Fresh Fest 1997 World Tour მსოფლიო ტურნე.
„დროა ყველაფერი შეიცვალოს, მე აღარ მინდა ვკარგავდე ხალხს, მე არ მინდა დავკარგო ჩემი შვილები, მე არ მინდა დავკარგო ის რასაც ვიცავ და დავიცავ სისხლის ბოლო წვეთამდე, მე მშვიდობა მინდა“ თქვა სნუპმა და 1997 წლის ივნისში მოიყვანა ცოლად თავისი ორი შვილის დედა, შანტაი ტეილორი (Shantay Taylor).
კარგი დამთავრებაა ზღაპრისათვის რომელშიც კეთილმა ბოროტს სძლია მაგრამ მისი ამბავი ამით არ მთავრედება... smile smile
„რა არის Snoopword? - ჰმ, ეს ჩემი სამყაროა სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ფაქის სიკვდილმა მე უკეთესობისაკენ შემცვალა, და არ თქვათ რომ თქვენ ეს გესმინთ, იცი მე გავიზარდე სიძულვილში და მეგონა რომ მას ფული გააქრობდა, მე ვცდებოდი, ყოველთვის იქნება ხალხი რომელიც შეეცდება რაღაცა წაგართვას,ჩუმად გამოგტაცოს და მერე ამითი იამაყოს, მე ახლა უკვე ვფიქრობ რომ ბევრი რამის შეცვლა შემიძლია...“
თქვა სნუპმა ინტერვიუში.
სნუპი აღარ გამოდის აგრესული გამონათქვამებით, ის იღებს მონაწილეობას რამოდენიმე ღონისძიებაში პოლიციასთან ერთად, ძირითადში ეს კონცერტები მიმართულნი არიან ძალადობის საწინააღმდეგოდ, ის მონაწილეობას იღებს კინოში
სახელად „რეალური“ (The Real) LL Cool J-სთან ერთად და მუსიკალურ ფესტივალზე პოპ და როკ ჯგუფებთან ერთად გამოდის, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი წყნარად და კარგად მიდის, მიუხედავად იმისა რომ მისმა ბოლო ალბომმა დიდი ვერაფერი გააკეთა მისი კლიპები აქტიურად ტრიალებს და მას სულ უფრო და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავს, ის აყალიბებს თავის ჩამწერ სტუდიას Doggystyle Records –ს
და ძირითადათ მუშაობს DPG სთან და 213 თთან ერთად თუმცა ის სხვა შემსრულებლებთანაც თანამშრომლობს, Foxy Brown, Lil Kim, Jay Z და სხვები მასთან ერთად საალბომო სიმღერებს წერენ.
მას პატარა პრობლემებიც აქვს Death Row თან, ის მიდის ამ ლეიბლიდან და ცდილობს მოაგვაროს პრობლემები კონტრაქტთან როგორც კი ეს ამბავი გვარდები ის ქრება რამოდენიმე თვით, არანაირი საკონცერტო გამოსვლები, მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, ის მოკლეს დადის ჭორები.
გავიდა ცოტა დრო და ინტერნეტში გავრცელდა ხმები რომ ის ახალ ალბომს უშვებს თანაც ამ ალბომის პრეზენტაცია ინტერნეტში მოხდება, და მისი ახალი ნამუშევარი No Limit Records-ის ლოგოს ქვეშ გამოვიდოდა, ჯერ ჯერობით ეს მხოლოდ ჭორები იყო და სიმართლე რომ ვთქვათ რა იქნებოდა რეალურად არავინ არ იცოდა...

No Limit Records–ის შესახებ კი ძაან ცოტა იყო ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის, ამ ლეიბლის დამაარსებელი და მფლობელი იყო (და ახლაც არის) პერსი მილერი (Percy Miller) იგივე Master P, რაოდენაც გასაკვირვი არ უნდა იყოს ეს ყველა დროის კომერციულად ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი ჰიპ–ჰოპ ლეიბლი იყო იმ
დროისათვის, როგორც თქვენ მოგეხსენებათ ძირითადში ჩამწერი ლეიბლები უფრო დიდი რეკორდ–კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ, მაგალითად Death Row -ი Interscope –ის იმპერიის ნაწილი იყო. No Limit–ი კი ამ დროისათვის საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებდა როგორც თვითონ Master P–ის ასევე Silkk Tha Shocker-ის და C-Murder–ის ალბომების გაყიდვიდან, მაგრამ მაინც ძირითადად ეს სტუდია ანდერგრაუნდ შემშსრულებლებთან თანამშრომბლობდა.
მოკლედ ისეა თუ ასე 1998 წელს No Limit–მა სნუპის რიგით მესამე სრული ალბომი გამოუშვა, მას Da Game Is To Be Sold Not To Be Told ერქვა.
ამ ალბომს მხოლოდ შტატებში არ ელოდნენ (სნუპს იმ დროისათვის საქართველოშიც ბევრი მსმენელი ყავდა), ოფიციალური გამოშვების თარიღი 1998 წლის 28 აგვისტო იყო და დაზუსტებით ცნობილია რომ ეს ალბომი გაყიდვების მხრივ Tha Doggfather ზე ბევრად უკეთ გაიყიდა მიუხედავად იმის რომ სიმღერების პირატულმა
კოპიებმა ინტერნეტში გაჟონა (თბილისში ეგ ალბომი ერთი თვით ადრე იყიდებოდა.

ნაწილი მეშვიდე: TOP DOGG

„შენ ხალხი როგორც გმირს ისე გიყურებს მათ რას ეტყვი?
–პირველი ღმერთია, დაისახეთ მიზანი და ეცადეთ, ყველანაირად ეცადეთ მისი მიღწევა, ნუ დაინანებთი ნურაფერს, ნუ შეინახავთ ძალებს, გახსოვდეთ რომ ცხოვრებაში ორი გზაა, ან მიზნების მიღწევა ან ნეგატიური არსებობა...“
სნუპის იმიჯი შეიცვალა, ის აღარ არის უბრალო განგსტერი, ის ეხლა მთავარია, ბოსების ბოსი, მთავარი „ძაღლი“ წრეში, No Limit თან ერთად მისი ფინანსური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, ის საპროდიუსერო კარიერას იწყებს და ახალგაზრდა შემსრულებლებს წინ უძღვება, Doggystyle Allstars, Tha Eastsidaz და კიდევ უამრავი სოლო შემსრულებლები მის ფრთის ქვეშ არიან, ის მთავარია.
„მე გავძელი,მე დავიკავე ჩემი ადგილი, მიყურეთ მე და დაინახეთ ის ვინც გინდათ, განგსტერი, პოეტი, შემსრულებელი , თუ გინდათ უბრალო ნიგერი რომელმაც თავისას მიაღწია, მე მაღლა ვარ, მაგრამ მე ზემოდან მხოლოდ მათ ვუყურებ ვინც ამას იმსახურებს, მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლია ყველას მიაღწიოს თითქოს და აუხდენელ ოცნებას, ჯობს დაიჯეროთ ეს“
1999 წლის დასაწყისში გამოდის No Limit Top Dogg ,მორიგი ალბომი No Limit Records–თან ერთად, აღმასრულებელი პროდუსერის ამპლუაში ასევე როგორც Da Game Is To Be Sold Not To Be Told –ზე ისევ მასტერ პ–ი არის, არავითარი აჟიოტაჟი ამ ალბომთან დაკავშირებით და სიმართლე რომ ითქვას არაფერი ახალი ამ ალბომში არც არის, ამ ჩანაწერზე მთავარი ალბათ დავიწყებული დრე–არის, მართალია ამ ალბომზე უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობდა (Sticky Fingaz, Xzibit, Dre.Dre, Mystikal, Nate Dogg) მაგრამ მხოლოდ ერთი სიმღერა დატრიალდა მაგრად Bitch Please, ესეც დრე–ს დამსახურებაა რათგან ამ სიმღერაზე სწორედ ის მუშაობდა...
პრესაში დაიწყო ლაპარაკი თემაზე რომ სნუპი დაბერდა რეპისათვის და მისგან ახალს არავინ მოელოდა, ბოლო ორი ალბომი მთლიანად უაზრო იყო იგივე Doggystle–თან
შედარებით და ცხადი იყო რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ზოგი ამბობდა რომ ის ისევ შუგთან დაბრუნდებოდა ზოგი კი მის მომავალს მხოლოდ დრე–ს სახით ხედავდა და ამ ლაპარაკის ფონზე Death Row მა გამოუშვა Dead Man Walking ალბომი რომელსაც ალბათ არავინ არ მოელოდა, სნუპი შუგთან არ დაბრუნებულა უბრალოდ ალბომი გამოიცა სნუპის კარიერის დასაწყისში Death Row ში დარჩენილი ჩაწერილი მასალით და ეს ალბომი უფრო სუსტი იყო ვიდრე ყველა წინამორბედი, არც ერთი სიმღერა არ გახიტებულა (ბევრმა არც კი იცის ამ ალბომის შესახებ მიუხედავად იმის რომ ის ჩვენთანაც იყიდებოდა).
თითქოს სნუპის კარიერას საბოლოოდ დიდი წერტილი დაესვა,მისი ბოლო ალბომები მისი ბოლო გამოსვლები და საერთოდ ყველაფერი ამაზე მეტყველებდა,
თითქოს და მის ჩაძირულ რეპუტაციას ვერაფერი ვერ უშველიდა და ამ მომენტში ეს მოხდა...

ნაწილი მერვე: მე ჯერ ცოცხალი ვარ

2000 წელი, დრე და სნუპი ისევ თანამშრომლობენ, ემინემი ახალი გამოჩენილია მსოფლიო რეპის არენაზე, აღმოსავლეთ დასავლეთის ომი ყველას ახსოვს მაგრამ ამას აღარავინ შიშით აღარ უყურებს და რაც მთავარია რეპზე უზარმაზარი, ჯერ არნახული ფული კეთდება, ასეთ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დროის ალბათ უდიდეს რეპ ტურნეს ტალღამ გადაუარა: The Up In Smoke Tour.
ამის ნახვა ტელევიზორშიც კი ღირს; უდიდესი დარბაზები და სტადიონები, ტონობით აპარატურა, უძვირესი დეკორაციები და სუპერვარსკვლავები: Dre, Snoop Dogg, Eminem, Ice Cube, MC Ren, Warren G, Dogg Pound და სხვები, კონცერტები თითქმის ყოველ შტატში.
ასეთი ტურნეები ყოველთვის კარგი საშუალებაა თავი გამოაჩინო, ხალხში გაერიო და შენი ახალი ალბომის რეკლამა გააკეთო; ტურნეს ავტობუსები მთელი ამერიკის გზებს სერავენ და სნუპის ტრეილერს დიდი ასოებით აწერია: Tha Last Meal, ეს მისი ახალი ალბომია.

„მე ჯერ ცოცხალი ვარ და მე მივმართავ იმ ხალხს რომელსაც ჩემი შურს, რომელსაც უნდოდათ რო მე ამისათვის ვერასოდეს მიმეღწია, ეს თქვენთვის ბოლო სადილია, თქვენ შეგიძლიათ ბოლოჯერ იგემოთ ჩემი სისხლი, იჩქარეთ მალე ასეთი შანსი არ მოგეცემათ“– სნუპი ახალი ალბომის სახელის შესახებ.

Tha Last Meal სწორედ ის აღმოჩნდა რასაც ხახლი მისგან ასე დიდხანს ელოდა, ჩემი პირადი აზრით ეს ალბომი Doggystyle–ს დიდათ არ ჩამოუვარდება და დანარჩენ ალბომებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. Doggystyle Records–ის No Limit Records–ის და Dr.Dre –ს ერთობლივი ნამუშევარი ულაპარაკოდ სნუპის დისკოგრაფიის მეორე ადგილზე დგას და პირველისკენაც იქაჩება, Hennessey N Buddah, What's My Name (ნაწილი 2), True Lies, Brake Fluid, Loosen' Control ნამდვილად ძალიან ძლიერი ტრეკებია და ამ ალბომში შესული Lay Low დიდ ჰიტად იქცა.
ძველი „სნუპური“ სტილი, G-Funk–ის და Wescoast–ის საუკეთესო ნაზავი მომარაგებული Dr.Dre-ს საფირმო ბიტებით და ხმებით, Kokane –ს განუმეორებელმა ვოკალმა და ბევრი საინტერესო შემსრულებლის გამოჩენამ ამ ალბომს თავისებური სტილი შემატა, მოკლედ ეს ის ალბომია რომელსაც ერთი მოსმენის შემდეგ მტვრიან უჯრაში არ ინახავენ, სნუპმა ისევ დაამტკიცა რომ მისი „ჩამოწერა“ ჯერ ადრეა, ალბომი გაიყიდა და ხალხიც მიხვდა რომ ახალი ალბომი მალე იქნებოდა.

მერამდენედ ეს „მალე“ ორი წელი გაგრძელდა, ამ ორი წლის განმავლობაში რეპმა ძალიან შეიცვალა სახე, გამოჩნდნენ ახალი შემსრულებლები, ეს ახალი შემსრულებლები თითქმის აღარ წერდნენ სიმღერებს ცხოვრებაზე და პრობლემებზე, ეს წარსულს ჩაბარდა, გამოჩნდნენ ახალი ტიპის განგსტერები, მათთვის განგსტერობა პირველ რიგში რეკლამა და პიარი იყო და არა ცხოვრების ნაწილი, სნუპისათვის კი თავის კარიერის დასაწყისში Cribs–ის წევრობა არ ყოფილა რეკლამა, არამედ ეს ის ცხოვრება იყო რომლისკენაც მიბრუნება მას აღარ სურდა, გამოჩნდა 50 Cent, რომელიც მაშინ და ახლაც ყოველ მეორე სიმღერაში Gangsta –ს და Killa–ს იყენებს,
სნუპს თხოვეს კომენტარი, მან თქვა: „მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რეპი თამაშია და განგსტერობა თამაში არაა, ყოველშემთხვევაში არც მე და არც აწგარდაცვლილ ჩემ მეგობრებს არაფერი ეთამაშებოდათ, ამათთვის კი ეს მხოლოდ რეპთან ასოცირდება, ჰმ, არვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი...“
გამოდის მისი მორიგი ალბომი Paid Tha Cost To Be Da Boss (Doggystyle Records), ამ ალბოზმე მუშაობდა ჰიტმეიკერების მთელი გუნდი ფრელიდან (Pharell) -იდან დაწყებული ძველი Dre–თი დამთავრებული, გამოსვლის თანავე სიმღერა Beautiful საცეკვაო ჰიტი გახდა და მერე მას Ballin' მიყვა.

„მე იმ დღეების ნოსტალგია მაქ როცა განგსტერობა „გაქაჩვის“ საშუალება არ იყო, მე გავურბოდი მაგ დროს და არც ეხლა არ მინდა იქ დაბრუნება მაგრამ ახლა მგონი მთელი მსოფლიო ამ ვითომ განგსტერებს უსმენს, ისინი არცხვენენ თავს და არცხვენენ რეპს მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ვინ რა გზით ივლის“

ნაწილი მეცხრე: ბოლოს

სნუპი 33 წლისაა და მისი რეპ კარიერა 12 საინტერესო წელს მოიცავს, როგორც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ ის გულგრილს არავის არ ტოვებდა და არც ეხლა ტოვებს, მისი ამბავი განუწყვეტლივი ჩავარდნების მიუხედავად როგოც ის თვითონ ამბობს: „მაგალითია იმის თუ როგორ უნდა ეცადო და მიაღწიო შენსას“, მისი ბოლო ალბომი R&G Rhythm & Gangster: Masterpiece ახლახანს გამოვიდა და დიდი ტირაჟით იყიდება ჩვენ მალე შემოგთავაზებთ ამ ალბომის რეცენზიას.
1993 წელს როცა ის ჯერ დამწყები იყო მას ინტერვიუ თხოვეს მაგრამ ის ერთი რამის გამო ჩაიშალა, ჟურნალისტებს ერთი ფრაზის ამოღება უნდოდათ და სნუპი ამაზე არ თანხმდებოდა ის ამბობდა: „მისმინე, მე მკიდია რას იტყვის შენი რედაქტორი, მაგრამ თუ გინდა ეს დედა******ლი ინტერვიუ უნდა დაწერო ჩემი სიტყვები: შ***ცი პოლიციას, შ***ცი მთავრობას და შ***ცი მოსამართლეს“

დასასრული


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
SharvADate: ხუთშაბათი, 10.04.2008, 12:09 | Message # 2
Admin
Group: მომხმარებელი
Messages: 23
Reputation: 0
Status: OFFLINE



RAP NIGGA WESTSIDE!!!!
 
ninchoDate: ორშაბათი, 14.04.2008, 21:43 | Message # 3
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
ninchoDate: ორშაბათი, 14.04.2008, 21:47 | Message # 4
Генерал-полковник
Group: ადმინი
Messages: 50
Reputation: 1
Status: OFFLINE


RAP 4 EVER . SNOOP DOGG .
თეკლააა ვისაც გიყვართ მაგრები ხართ :*:*:*
დადუნააააააააააა
 
ფორუმი » ხელოვნების დარგები » მუსიკა » Snoop Dogg ბიოგრაფია (Snoop Dogg ბიოგრაფია)
Page 1 of 11
Search: